კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, ომმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 63 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა
კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, ომმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 63 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა

უკრაინაში ომმა ქვეყნის ინფრასტრუქტურას 63 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა, – ამის შესახებ „ბიბისი“ კიევის ეკონომიკის სკოლაზე დაყრდნობით წერს.

ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში მინიმუმ 4 431 საცხოვრებელი კორპუსი, 92 ქარხანა და საწყობი, 378 სკოლა განადგურდა ან დაზიანდა. გავრცელებული ცნობით, რუსული აგრესიის შედეგად ასევე განადგურდა ან დაზიანდა 12 აეროპორტი, შვიდი თბოელექტროსადგური და ჰიდროელექტროსადგური.