კიევის „დინამოს“ მწვრთნელი - მსურდა, წიტაიშვილი დარჩენლიყო, ის კარგი მოთამაშეა #1TVSPORT
კიევის „დინამოს“ მწვრთნელი - მსურდა, წიტაიშვილი დარჩენლიყო, ის კარგი მოთამაშეა #1TVSPORT

კიევის „დინამოს“ გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა ფიფა-ს წესით ისარგებლა, კლუბი დატოვა და პოლონეთის ჩემპიონ გუნდში, პოზნანისლეხში“ გადავიდა. ამის შესახებ კიეველთა მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ისაუბრა და არ დამალა, რომ მისი დატოვება სურდა.

„მან გადაწყვიტა პოლონეთში გადასვლა და ფიფა-ს წესით ისარგებლა. მას შეეძლო ჩვენთან დარჩენა და ეს მეც მინდოდა. მაგრამ მან სხვა არჩევანი გააკეთა. ალბათ, მისი კარიერისთვის ეს ნაბიჯი უკეთესი იქნება, მაგრამ მომავალ წელს წიტაიშვილი „დინამოში“ დაბრუნდება. ის კარგი ფეხბურთელია“, – განაცხადა ლუჩესკუმ.

შეგახენებთ, რომ გორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ აღზრდილია და პირველი პროფესიული ნაბიჯებიც უკრაინულ გუნდში გადადგა, მაგრამ შემდეგ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, იჯარით პოლტავის „ვორსკლასა“ და ოდესის „ჩერნომორეცში“ ითამაშა.

გიორგიმ მოსამზადებელი ეტაპი კიეველებთან ერთად დაიწყო და შვეიცარიულ შეკრებაზე საკონტროლო მატჩიც ჩაატარა, მაგრამ უკრაინაში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ და ამ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლებასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ აიძულა, პოზნანისლეხში“ გადასულიყო.