კიევის „დინამოს“ გულშემატკივარმა უკრაინის გმირის წოდება მიიღო #1TVSPORT 
კიევის „დინამოს“ გულშემატკივარმა უკრაინის გმირის წოდება მიიღო #1TVSPORT 

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა სპეცდანიშნულების რაზმის „აზოვის“ მეთაურს, მაიორ დენის პროკოპენკოს. მითითებულია, რომ მან ეს დაიმსახურა „გამბედაობისთვის, მტრის თავდასხმების მოგერიებაში გამოჩენილი ეფექტიანი ქმედებებისა და გმირი ქალაქის, მარიუპოლის დაცვისთვის“.

როგორც გაირკვა, ის კიევის „დინამოს“ გულშემატკივარია და ულტრასებმა „თეთრ-ლურჯების“ ერთ-ერთ აქტიურ გულშემატკივარს მაღალი სახელმწიფოებრივი ჯილდო მიულოცეს.

„დენის პროკოპენკო უკრაინის გმირია! პოლკის ლეგენდარულმა მეთაურმა, რომელიც ჩვენ წარმოგვადგენს, მიიღო ეს უმაღლესი ჯილდო მარიუპოლის დაცვაში გამოვლენილი გამბედაობისა და ეფექტური ქმედებებისთვის მიიღო. ჩვენ ძალიან ვამაყობთ დენისით და მთელი პოლკით, რომელიც მამაცურად იცავს ჩვენს ქალაქს. დიდება უკრაინის, გმირებს“, – ნათქვამია „დინამოს“ ულტრასის ინსტაგრამის გვერდზე გავრცელებულ ცნობაში.

„აღსანიშნავია, რომ „დინამოს“ გულშემატკივარი იბრძვის, გუნდის წევრებმა კი სადაზვერვო ბატალიონისთვის მანქანა იყიდეს – მათ სპეციფიკური მახასიათებლების მქონე ავტომობილი გადასცეს ერთ-ერთ სადაზვერვო ბატალიონს“, – იუწყება კიევური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

სამხედროების მოთხოვნა გადაეგზავნა „თეთრ-ლურჯების“ კაპიტანს, სერგი სიდორჩუკს, რომელიც სასწრაფოდ დაუკავშირდა თანაგუნდელებს, საკითხი ერთ დღეში მოაგვარა და მანქანის ღირებულება გადაიხადეს.

„ჩვენი გუნდის ფეხბურთელები გულხელდაკრეფილები არ ვართ. ჩვენ ვეხმარებით უკრაინის დამცველებს და ეს არის ყველაზე ნაკლები, რისი გაკეთებაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. მადლობა ჩვენს არმიას, ჩვენს მოხალისეებს, ექიმებსა და უბრალო ხალხს, რომლებიც ამ საშინელ ომში უკრაინის გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებენ“, – კომენტარი გააკეთა სიდორჩუკმა მომხდარზე.

შეგახსენებთ, რომ ადრე ბენჯამინ ვერბიჩმა უკრაინაში გაგზავნა სამხედროებისთვის აუცილებელი ნივთები, ხოლო სერგი სიდორჩუკმა, გეორგი ბუშჩანმა და მიკოლა შაპარენკომ, „შახტარის“ მოთამაშეებთან ერთად, უკრაინის დასახმარებლად საერთო ფონდი ჩამოაყალიბეს.