კიევის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი მიხაილიჩენკო გახდა
კიევის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი მიხაილიჩენკო გახდა

კიევის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექსეი მიხაილიჩენკო დანიშნა, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

მიხაილიჩენკოს სამწვრთნელო შტაბში შევა „დინამოში“ მისი ყოფილი პარტნიორი ვადიმ ევტუშენკო. სხვა ასისტენტების შესახებ ინფორმაცია არ არის.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით „დინამო“ პირველ ვარჯიშს 16 აგვისტოს გამართავს.

აღვნიშნავთ, რომ ალექსეი მიხაილიჩენკო უკვე მუშაობდა კიევურ კლუბში – 2002-04 წლებში და 2012 წელს. ამ პოსტზე დანიშვნამდე, ის „დინამოს“ სპორტული დირექტორი იყო.