კიევის „დინამომ“ „დორტმუნდი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
კიევის „დინამომ“ „დორტმუნდი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

დორტმუნდში გაიმართა ამხანაგური მატჩი, რომელშიც ადგილობრივმა კლუბმა კიევის „დინამოს“ უმასპინძლა. შეხვედრა საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა, რომელმაც 400 ათას ევროს მიაღწია, რუსული აგრესიისგან დაზარალებულ უკრაინას გადაეცა.

მატჩი „დინამომ“ 3:2 მოიგო. კიეველთა მხრიდან დუბლი შეასრულა ვლადისლავ ბანატმა, ერთი გოლი ვიტალი ბუიალსკიმ გაიტანა. დორტმუნდელთაგან თავი გამოიჩინეს ჯეიმი ბაინიუ-გიტენსმა და ტომ როტემ. აღვნიშნავთ, რომ ორივე გუნდმა თითო 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.

შეხვედრას 35 ათასი მაყურებელი დაესწრო.