კიევის „დინამო“ მზადაა, ლეგიონერები გაუშვას - შესაძლოა, ეს წიტაიშვილსაც შეეხოს #1TVSPORT
კიევის „დინამო“ მზადაა, ლეგიონერები გაუშვას - შესაძლოა, ეს წიტაიშვილსაც შეეხოს #1TVSPORT

კიევის „დინამოს“ პრეზიდენტმა იგორ სურკისმა განმარტა, როგორ მოაგვარებს უცხოელ ფეხბურთელებთან დაკავშირებულ პრობლემას. სადაც საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი წიტაიშვილიც იგულისხმება, რომლის ტრანსფერიც უკრაინულ კლუბს ეკუთვნის.

თეთრ-ლურჯების“ პრეზიდენტი იგორ სურკისი დარწმუნებულია, რომ ლეგიონერების ადგილზე უკრაინელ ახალგაზრდებს დაიმატებს და პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს.

„როგორ მოაგვარებს „დინამო“ უცხოელ ფეხბურთელებთან საკითხს, თუ ჩემპიონატი უკრაინაში ჩატარდება? ეს ყველა კლუბისთვის დიდი პრობლემა იქნება, მაგრამ „დინამოს“ არ ჰყავს იმდენი უცხოელი მოთამაშე, რომ ჩვენ მათზე ვიყოთ დამოკიდებულები“, – ამბობს სურკისი და ამ პასუხიდან ირკვევა, რომ ლეგიონერების წასვლას შეგუებულია.

მისი თქმით, ლეგიონერების ჩანაცვლებაზე მუშაობს.

„ბევრი უკრაინელი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც დავაწინაურებთ. მაგალითად, ვანათი. ექვსი თვის წინ მას არ ჰქონდა ძირითად გუნდში ადგილი და იჯარით თამაშობდა „ჩერნომორეცში“, დღეს კი ლუჩესკუ მას „დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ხედავს. ხოლო იმ ლეგიონერებს, რომლებსაც უკრაინაში დაბრუნება სურთ, სიხარულით დავიბრუნებთ“, – თქვა სურკისმა FanDay-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილი კიეველებმა იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გაუშვეს, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პოლონეთში გადავიდა და კრაკოვის „ვისლაში“ ითამაშა. თუმცა, ჯერ უცნობია, დაბრუნდება თუ არა 21 წლის ქართველი შემტევი კიევის „დინამოში“, რადგან ომის გამო უკრაინაში ჩემპიონატის ჩამთავრება ვერ მოხერხდა.