კიეველებმა წიტაიშვილზე სარეკორდო შეთავაზება მიიღეს - ვაისის გუნდი მესამე ქართველში ორ მილიონს იხდის #1TVSPORT
კიეველებმა წიტაიშვილზე სარეკორდო შეთავაზება მიიღეს - ვაისის გუნდი მესამე ქართველში ორ მილიონს იხდის #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონმა, ვლადიმირ ვაისის ბრატისლავასსლოვანმა“ კიევის „დინამოს“ გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით სარეკორდო წინადადებით მიმართა, – ინფორმაციას Georgian Footy ავრცელებს.

უკრაინული meta-ratings.com.ua-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ შემტევით (რომელიც ამჟამად იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ თამაშობს) ბრატისლავური კლუბი ნოემბერში დაინტერესდა და ეს გამოცემაც ანალოგიურ თანხას ასახელებს.

ოფსეზონში კიევის „დინამო“, შესაძლოა, გიორგი წიტაიშვილს შეელიოს, რომელმაც სეზონის პირველი ნაწილი იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გაატარა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით სლოვაკეთის ჩემპიონი, ბრატისლავისსლოვანი“ დაინტერესდა, რომელიც ქართველი შემტევის გადასვლის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. სლოვაკურ კლუბს სურს მიიწვიოს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი. შესაძლოა, წიტაიშვილი იჯარით შეუერთდეს „სლოვანს“, შემდეგ კი „დინამოდან“ გამოისყიდონ – საამისოდ, ბრატისლაველები კიევურ კლუბს დაახლოებით ორ მილიონ ევროს შესთავაზებებენ. ახლა ყველა მხარე მოლაპარაკების ეტაპზეა და თუ სლოვაკური კლუბის წინადადება „დინამოს“ ხელმძღვანელობისთვის მისაღები იქნება, წიტაიშვილი სლოვაკეთის ჩემპიონს მალე შეუერთდება“, – ეს უკვე Meta-ratings.com.ua-ს ინფორმაციაა.

წიტაიშვილი ფეხბურთელად უკრაინაში ჩამოყალიბდა, კიევის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და ამ ქვეყნის მოქალაქე იყო. მისი სახელით ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2019 წელს, უკრაინის 20-წლამდე ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, ალექსანდრე პეტრაკოვის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ფინალში კი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

2021 წლის მაისამდე მას ჰქონდა უკრაინული პასპორტი, მაგრამ არ დაელოდა უკრაინის ნაკრებში გამოძახებას და საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლა გადაწყვიტა. 2021 წლის დასაწყისში საქართველოს პასპორტი აიღო და „ჯვაროსნების“ ფორმით 4 მატჩი ჩაატარა.

წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ძირითად გუნდში შანსი, ფაქტობრივად, არ მიეცა და იჯარით თამაშობდა პოლტავის „ვორსკლაში“, ზაფხულში კი ანალოგიური შეთანხმებით კიეველებმა ოდესის „ჩერნომორეცში“ გაუშვეს.

მცირე ხნის წინ რუმინულმა გამოცემამ Gsp-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კიევის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელს, მირჩა ლუჩესკუს სურს დაეხმაროს მშობლიურ კლუბს, ბუქარესტის „დინამოს“ და ამ მიზნით 16 მოთამაშის იჯარით გაშვებას აპირებს, მათ შორის კი წიტაიშვილის გვარიც დასახელდა.