კიელინის მე-500 მატჩი იუვენტუსის მაისურით
კიელინის მე-500 მატჩი იუვენტუსის მაისურით

ტურინის იუვენტუსის კაპიტან ჯორჯო კიელინის ატლეტიკოსთან საიუბილეო შეხვედრა ელოდება. კერძოდ, ეს იქნება იტალიელის მე-500 დაპირისპირება ბიანკონერის მაისურით. ფეხბურთელმა მედიასთან კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტზე ისაუბრა.

„მიხარია, რომ მე-500 მატჩს ვატარებ ამ კლუბის მაისურით. იმედი მაქვს, ისეთი მატჩი იქნება, როგორიც ასეთ საიუბილეო თარიღს შეშვენის. ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში? ბარსელონას წინააღმდეგ 0-0. ალბათ იმიტომ, რომ რთულია კატალონიელების წინააღმდეგ კამპ ნოუზე გოლი არ გაუშვა, ჩვენ კი ეს შევძელით“, – განაცხადა კიელინიმ.

შეხვედრა იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.