კიელინის 100 მატჩი ნაკრებში

16:01, 18.11.2018
PALERMO, ITALY - OCTOBER 10:  Giorgio Chiellini of Italy #3 celebrates scoring the opening goal during the EURO 2016 Group H Qualifier match between Italy and Azerbaijan  at Stadio Renzo Barbera on October 10, 2014 in Palermo, Italy.  (Photo by Claudio Villa/Getty Images)

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრების რიგებში საიუბილეო, მეასე მატჩი ჩაატარა და „სკუადრა აძურას“ ისტორიაში მეშვიდე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ას თამაშიან ნიშნულს მიაღწია. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2004 წელს, ფინეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა, როდესაც მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი იყო, ხოლო თვითონ ჯორჯო „ფიორენტინაში“ თამაშობდა. აღნიშნულ პერიოდში ჯორჯომ 8 გოლის გატანა მოახერხა.

კიელინი „იუვენტუსის“ მეხუთე წევრია, რომელმაც იტალიის მაისურით საიუბილეო მეასე თამაში მაშინ ჩაატარა, მაშინ როდესაც „იუვეს“ ღირსებას იცავდა. მანამდე, „ბებერი ქალბატონის“ წევრის რანგში მეასე თამაში დინო ძოფმა, ფაბიო კანავარომ, ჯანლუიჯი ბუფონმა და ანდრეა პირლომ ითამაშეს.

საუკეთესო ათეული კი ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით ასეთია:

ჯანლუიჯი ბუფონი – 174 თამაში
ფაბიო კანავარო – 136 თამაში, 2 გოლი
პაოლო მალდინი – 126 თამაში, 7 გოლი
დანიელე დე როსი – 117 თამაში, 21 გოლი
ანდრეა პირლო – 116 თამაში, 13 გოლი
დინო ძოფი – 112 თამაში, 0 გოლი
ჯორჯო კიელინი – 100 თამაში, 8 გოლი
ჯანლუკა ძამბროტა – 98 თამაში, 2 გოლი
ჯაჩინტო ფაკეტი – 94 თამაში, 3 გოლი
ალესანდრო დელ პიერო – 91 თამაში, 27 გოლი

მსგავსი