კიელინი სუარესის ნაკბენზე - მისი გამოხდომებით აღფრთოვანებული ვარ
კიელინი სუარესის ნაკბენზე - მისი გამოხდომებით აღფრთოვანებული ვარ

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ ჟურნალისტებს მოუყვა 2014 წლის ცნობილი ინციდენტის შესახებ, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩის დროს, იტალიელს ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა ლუის სუარესმა უკბინა. ის თამაში იტალიამ ანგარიშიღთ 0:1 წააგო.

„მე აღფრთოვანებული ვარ მისი გამოხდომებით. მათ გარეშე სუარესი ჩვეულებრივი ფეხბურთელი იქნებოდა. იმ დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე უცნაური არაფერი მომხდარა. მთელი მატჩი კავანის ვმეურვეობდი და ჩვენ ერთმანეთს არაფერს ვუთმობდით. უცებ ვიგრძენი, რომ მხარზე მიკბინეს. ეს იყო და ეს. ასეთია მისი სტრატეგია ბრძოლების დროს.

შეიძლება ითქვას, რომ მეც იგივე სტრატეგია მაქვს. მე და სუარესი ვგავართ ერთმანეთს, მე მომწონს მისნაირი ფორვარდები. თამაშიდან ორი დღის თავზე დავურეკე, მაგრამ ბოდიში არ მითხოვია. მეც ბოლო ნაძირალასავით ვიქცევი მოედანზე და ვამაყობ ამით. გამოხდომები და ცოტაოდენი სპორტული ბოღმა – ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია. მე ამას ტყუილს ვერ დავარქმევდი. მოხერხებული უნდა იყო იმისთვის, რომ მეტოქეს აჯობო,“ – დაწერა თავის ავტობიოგრაფიაში კიელინიმ.

ლუის სუარესმა „აიაქსში“ და „ლივერპულში“ თამაშის დროსაც უკბინა მეტოქის მცველებს. კიელინის კბენისთვის მან ფიფასთან ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.