კიელინი ერთი თვე ვერ ითამაშებს
კიელინი ერთი თვე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ, შესაძლოა, ერთი თვე გამოტოვოს ტრავმის გამო, – წერს იტალიური პრესა.

იტალიის ჩემპიონის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ კიელინის გარდა, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ ფედერიკო კიეზას, ალექს სანდროს, მატეის დე ლიგტსა და პაულო დიბალას. ეს უკანასკნელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, სანდრო და დე ლიგტი მალე შეუერთდებიან საერთო ჯგუფს, კიეზა კი აგრძელებს აღდგენას.

რაც შეეხება კიელინის, მას მუხლის ტრავმა აწუხებს. როგორც „იუვენტუსში“ ვარაუდობენ, 36 წლის მცველი დაახლოებით ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

კიელინის ამ სეზონში თითქმის არ უთამაშია სხვადასხვა ტრავმის გამო. მის ანგარიშზე მხოლოდ ოთხი მატჩი მოდის.