კიდევ სამი ქართველი რუსეთის პრემიერლიგაში
კიდევ სამი ქართველი რუსეთის პრემიერლიგაში

ვოლგოგრადის „როტორი“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ახალ სეზონს რუსეთის პრემიერლიგაში დაიწყებს – ეს მას შემდეგ გახდა ცნობილია, რაც რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო.

ამ გადაწყვეტილებით, 2019/20 წლების სეზონში, რუსეთში გადათამაშების მატჩები აღარ გაიმართება, ხოლო პრემიერლიგიდან ფეხბურთის პროფესიულ ლიგაში (პირველი ლიგა) მე-15 და მე-16 ადგილზე გასული გუნდები დაქვეითდებიან. მათ ადგილებს ვოლგოგრადის „როტორი“ და „ხიმკი“ დაიკავებენ, რომლებიც ლიგის გათამაშებაში პირველ და მეორე ადგილებზე გავიდნენ.

ვოლგოგრადის „როტორში“ სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – ზამთარში ყაზანის „რუბინიდან“ გუნდში იჯარით 22 წლის ბექა მიქელთაძე და 23 წლის ნიკა ყიფიანი ჩაირიცხნენ. ამას გარდა, ვოლგოგრადულ კლუბში თავდამსხმელი ანზორ სანაიაცაა.

„როტორი“ პრემიერლიგაში გადასვლამ გაახარა. მეორეადგილოსანმახიმკიმ“ კი, შესაძლოა, არათუ პრემიერლიგაში ვერ ითამაშოს, არამედ, რანგით მესამე ლიგაში დაქვეითდეს – მიზეზი ფინანსური პრობლემებია. რუსული მედიის ცნობით, კორონავირუსით გამოწვეულმა ფინანსურმა პრობლემებმა გუნდი დააზარალა და მისი ბიუჯეტი კატასტროფულად შემცირდა.

დატოვე კომენტარი