კიდევ სამი მედალი ლას ვეგასიდან - ლაშა თაქთაქიშვილმა სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს ორი რეკორდი დაამყარა
კიდევ სამი მედალი ლას ვეგასიდან - ლაშა თაქთაქიშვილმა სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს ორი რეკორდი დაამყარა

ლას-ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა ლაშა თაქთაქიშვილმა ატაცში სამივე ცდა (123, 127, 130) წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, იტყობინება საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.

ლაშამ აკვრაში 154, 160 კგ დაძლია და აქაც ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. ასეთივე შედეგით დაასრულა ორჭიდის ჯამი – 290 კგ და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

აღსანიშნავია, რომ თაქთაქიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მედლებთან ერთად, საქართველოს ორი რეკორდის დამყარებაც შეძლო – ატაცში მან საკუთარი რეკორდი 3 კილოგრამით გააუმჯობესა. თაქთაქიშვილის რეკორდი ორჭიდშიც 3 კილოგრამით მეტია.