კიდევ ორი ქართველი სიმბოლურში - ლეგიონერებში ლობჟანიძე და ხოჭოლავა გამოარჩიეს
კიდევ ორი ქართველი სიმბოლურში - ლეგიონერებში ლობჟანიძე და ხოჭოლავა გამოარჩიეს

გია გრიგალავას შემდეგ, ტურის საუკეთესო მოთამაშეებში კიდევ ორი ქართველი ლეგიონერი დაასახელეს: საბა ლობჟანიძე და დათა ხოჭოლავა.

დანიური რანდერსის 24 წლის თავდამსხმელმა საბა ლობჯანიძემ ადგილობრივი სუპერლიგის ფინალური ეტაპის პირველ ტურში ოლბორგთან მოგებაში (2:1) დიდი რილი ითამაშა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გოლი გაიტანა და მისი შესრულებული კუთხურის შემდეგ მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. შედეგად, დანიის სუპერლიგის ოფიციალურმა გვერდმა ქართველს წარმატებული თამაში დაუფასა და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

უკრაინის პრემიერლიგაში კი დავით ხოჭოლავა ინსტატ პროგრამის მაჩვენებლებზე დაყრდნობით გამოარჩიეს. საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის შახტარის მცველი სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს და 4-4-2 სისტემაში ადგილი მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე მიუჩინეს.