კიდევ ერთი ქართველი ტოპ ლიგაში - აბუაშვილიც „მეცში“ ითამაშებს #1TVSPORT
კიდევ ერთი ქართველი ტოპ ლიგაში - აბუაშვილიც „მეცში“ ითამაშებს #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი – გიგი აბუაშვილი ითამაშებს და გიორგი მიქაუტაძის ყოფილი გუნდის, „მეცის“ ფორმას მოირგებს – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

„გიორგი აბუაშვილი საფრანგეთში ხვალ გაფრინდება — „მეცმა“ სამედიცინო შემოწმება ოთხშაბათისთვის დაგეგმა. კონტრაქტი ერთწლიან იჯარას გულისხმობს გამოსყიდვის უფლებით“, – წერია Geo Team-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ „მეცმა“ კონტრაქტი გიორგი წიტაიშვილს გაუფორმა.

გიგი აბუაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. შემდეგ „პორტუ B-სა“ და რუმინულ „პეტროლულში“ თამაშობდა, შარშან კი ფოთის „კოლხეთში“ გადავიდა.

იყო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი და ევრო 2025-ის მონაწილე, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.