კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში

10:32, 19.09.2019

შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი იასპარეზებს. გიგა ჭიკაძემ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან (UFC) კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, ჭიკაძე თავდაპირველად ოთხ ბრძოლას გამართავს.

ქართველი მებრძოლის დებიუტი 28 სექტემბერს შედგება, სადაც მისი მეტოქე ბრენდონ დევისი იქნება. ბრძოლა კოპენჰაგენის ქარდზე 28 სექტემბერს არის დაგეგმილი. ჭიკაძეს შერეულ ორთაბრძოლებში სულ ცხრა ბრძოლა აქვს გამართული. აქედან შვიდი გიგას გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი