კიდევ ერთი კვარაცხელია საუკეთესოებშია - XXI საუკუნის შედეგიან მცველებში ქართველმა პიკეს და მარსელოს გაასწრო
საფეხბურთო სტატისტიკისა და ისტორიის გერმანულმა ინტერნეტპორტალმა IFFHS-მ 21-ე საუკუნის ყველაზე შედეგიანი მცველების სია შეადგინა და ამ სიაში საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე, გივი კვარაცხელია მოხვდა.
მან კარიერა ნახევარმცველად დაიწყო, მაგრამ მცველის როლში დაასრულდა და სულ 75 გოლი გაიტანა. პირველი გუნდი 1996 წელს „დინამო თბილისი“ იყო, ბოლო 2015 წელს – ბოლნისის „სიონი“. 19 წლის განმავლობაში ახალ გუნდში 17-ჯერ გადავიდა. ითამაშა საქართველოს 19, 21-წლამდელთა და ეროვნულ (7 მატჩი) ნაკრებებში.
ქართველი ვეტერანი ისეთ მცველებს უსწრებს, როგორებიც არიან დანიელ ვან მოიტენი, მატიას როდრიგესი, სერგეი იგნაშევიჩი, დიეგო ლუგანო, ლუიზაო, ჟერარ პიკე, ალექსი, ლეო მოურა, იან ვერტონგენი, დიეგო გოდინი, მარსელო.
ამ რეიტინგში მხედველობაში მიიღება უმაღლეს დონეზე გატანილი ყველა გოლი (ეროვნული ეროვნული დივიზიონები, ეროვნული თასები, ოფიციალური საერთაშორისო საკლუბო ტურნირები, ოფიციალური თამაშები ეროვნულ გუნდებს შორის). ითვლება მხოლოდ ის მოთამაშეები, რომლებმაც თავიანთი მატჩების მნიშვნელოვანი უმრავლესობა მცველად ითამაშეს.
21-ე საუკუნეში მსოფლიოს ყველაზე შედეგიანი მცველი სერხიო რამოსია. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მცველმა კლუბსა და ეროვნულ გუნდში 126 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზეა მარკუს ტულიო ტანაკაა (იაპონია), რომელმაც კარიერა 2019 წელს 104 გოლით დაასრულა. ჯერჯერობით XXI საუკუნეში 100 გოლზე მეტი მხოლოდ ამ ორმა მცველმა გაიტანა.
ასევე მსოფლიოში 51 მცველია, რომლებმაც 50+ გოლი გაიტანეს. ზოგიერთი ამჟამადაც თამაშობს, ზოგმა, კვარაცხელიას მსგავსად, კარიერა დაასრულა.