კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - გურამ ქუთათელაძეს პირველი ბრძოლა ჩეჩენ სპორტსმენთან ელის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - გურამ ქუთათელაძეს პირველი ბრძოლა ჩეჩენ სპორტსმენთან ელის

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს (UFC) კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი დაემატა.

გურამ ქუთათელაძე მსუბუქ წონაში იასპარეზებს და მას პირველი ბრძოლა ზაფხულში, შვედეთში, ჩეჩენ მაირბეკ ტაისუმოვთან ელის.

„სალამ ალეიქუმ! მენეჯერმა მითხრა, რომ შვედეთში აპირებ ბრძოლას. ჩემს წონაში საუკეთესო ვარ სკანდინავიაში, პატივს გცემ და მინდა ქომაგებს კარგი ორთაბრძოლა ვაჩუქოთ. გელოდები“, – ასეთი სიტყვებით მიმართა სოციალური ქსელის საშუალებით ქუთათელაძემ მაირბელ ტაისუმოვს.

ქართველი დიდი ხანია შვედეთის სახელით ასპარეზობს. ქუთათელაძემ კარიერა რუსეთში დაიწყო. ბოლო რვა ჩატარებული ბრძოლიდან მას ყველა აქვს მოგებული.

გურამ ქუთათელაძე სტოკჰოლმის ოლსტარის ცენტრში „იუ ეფ სი“-ს (UFC) სუპერვარსკვლავ ალექსანდერ გუსტაფსონის და ილირ ლატიფის მხარდამხარ ვარჯიშობს.