Kicker-მა გერმანიაში წლის ფეხბურთელად ფლორიან ვირტცი დაასახელა #1TVSPORT
„ლევერკუზენის“ ყოფილი ნახევარმცველი ფლორიან ვირტცი გერმანიაში წლის ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულის“ ახალწვეული საუკეთესოდ დაასახელეს სპორტულმა ჟურნალისტებმა, რომელთა გამოკითხვაც გამოცემა Kicker-მა ჩაატარა.
22 წლის ფეხბურთელმა 191 ხმა მიიღო. მეორეზე გავიდა „ბაიერნის“ გარემარბი მაიკლ ოლისე (81 ხმა), მესამეზე – „შტუტგარტის“ ფორვარდი ნიკ ვოლტემადე (71).
ვირტცი „ლევერკუზენში“ 2020 წლიდან თამაშობდა და წელს ზაფხულში გადავიდა „ლივერპულში“. 2024-25 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.