Kicker - „ბაიერნი“ პულიშიჩსა და ბეილის აკვირდება
Kicker - „ბაიერნი“ პულიშიჩსა და ბეილის აკვირდება

გერმანიის ჩემპიონატის ლიდერი „ბაიერნი“ ზაფხულში აქტიურად გავა სატრანსფერო ბაზარზე მარცხენა და მარჯვენა ფლანგების გასაძლიერებლად.

მიუნხენში ყურადღებით აკვირდებიან 20 წლის ლეონ ბეილის „ლევერკუზენიდან“ და 19 წლის კრისტიან პულიშიჩსდორტმუნდიდან“. ბეილის კონტრაქტი „ბაიერთან“ 2022 წლის ზაფხულში იწურება, პულიშიჩი კი „ბორუსიასთან“ 2020 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული.
არიენ რობენს წელს 34 წელი უსრულდება, ფრანკ რიბერი კი 35 წლის გახდება.

რობენისა და რიბერის გარდა, “ბაიერნს” ჰყავს 21 წლის ფრანგი გარემარბი კინგსლი კომანი და 22 წლის განაპირა ნახევარმცველი სერჟ გნაბრი, რომელიც იჯარით „ჰოფენჰაიმში“ თამაშობს.