კიბერსპორტი | სადებიუტო გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპზე - საქართველოს ნაკრებს „ლოკომოტივის“ მოთამაშეები წარმოადგენენ #1TVSPORT
კიბერსპორტი | სადებიუტო გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპზე - საქართველოს ნაკრებს „ლოკომოტივის“ მოთამაშეები წარმოადგენენ #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული კიბერნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ეს საქართველოს ეროვნული კიბერნაკრების სადებიუტო გამოსვლაა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ჩვენი გუნდი წილისყრით „ა ჯგუფში“ მოხვდა.

ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ბაჰრეინის, ყატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ყაზახეთისა და მაროკოს ეროვნული გუნდები.

ტურნირი Playstation 5-ის კონსოლით Fifa 2022-ში გაიმართება, კიბერ ეროვნული ნაკრების ღირსებას თბილისის „ლოკომოტივის“ მოთამაშეები, ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი დაიცავენ.