კიბერფეხბურთში საქართველო ჯგუფის ლიდერებშია - კონკურენტი აქაც ბელარუსია
კიბერფეხბურთში საქართველო ჯგუფის ლიდერებშია - კონკურენტი აქაც ბელარუსია

საქართველოს კიბერნაკრებმა საფეხბურთო სიმულატორ „პრო ევოლუშენ სოკერის“ (Pro Evolution Soccer) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი წრის შეხვედრები დაასრულა. ჩვენი მეტოქეები ბელარუსის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ლიეტუვის, კოსოვოსა და ლუქსემბურგის ნაკრებები არიან, საქართველო კი ლიდერებშია – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ხუთი ტურის შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილს ბელარუსის ნაკრებთან ერთად ვინაწილებთ, თვის ბოლოს მეორე წრის შეხვედრები გაიმართება, საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ პირველი ადგილის მფლობელი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, მეორე ადგილოსნები კი ერთმანეთს საბოლოო პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებს ტურნირზე ორი მოთამაშე – გიორგი საკანდელიძე და ალექსანდრე მომოტოვი წარმოადგენს, რომლებმაც PES 2020-ის საქართველოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს.