ხვიჩა თურქეთში მოემზადება - „რუბინმა“ შეკრებები დაგეგმა #1TVSPORT
ხვიჩა თურქეთში მოემზადება - „რუბინმა“ შეკრებები დაგეგმა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია და ყაზანის „რუბინი“ სეზონის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ ისვენებენ. მაგრამ ცნობილი გახდა გუნდის მოსამზადებელი გეგმები.

„რუბინი“ ტრადიციისამებრ, სამ საწვრთნელ შეკრებას გამართავს. პირველი ეტაპი გაგრძელდება 11-დან 23 იანვრამდე, მეორე 27 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ხოლო მესამე 12-დან 24 თებერვლამდე.

ლეონიდ სკლუცკიმ საწვრთნელ შეკრებაზე გასამართი საკონტროლო მატჩები დაგეგმა. ყაზანელები ჯერ ვორონეჟის „ფაკელს“ (20 იანვარი) შეხვდებიან, შემდეგ პოლონეთის პლოცკისვისლას“ (23 იანვარი), „სოჭს“ (2 თებერვალი), 5 და 8 თებერვალს სამარას „კრილია სოვეტოვს“ (14 თებერვალი), მოსკოვის „დინამოს“ (17 თებერვალი) და ბოლოს ყაზახეთის „ასტანას“ (20 თებერვალი) დაუპირისპირდება.

ქართველი ფეხბურთელი სეზონის შემდეგ ისვენებს და საქართველოშია. რუსეთის პრემიერლიგის გუნდს ხვიჩა 11 იანვარს თურქეთში, ბელეკში შეუერთდება.

დატოვე კომენტარი