ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო არ უთამაშია - „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში მეორე მატჩიც მოიგო #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში „ანჟერს“ უმასპინძლა და, საკმაოდ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1:0 დაამარცხა – ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში კუნთის მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.
ანგარიშის გახსნა 27-ე წუთზე უსმან დემბელეს შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შეხვედრის ბედი კი 50-ე წუთზე ფაბიან რუისის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული ორი ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ 6 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერია. ხვიჩა კვარაცხელია კი გუნდს, სავარაუდოდ, შემდეგ ტურში დაუბრუნდება.