ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ნიცა“ დაამარცხა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად „ნიცა“ 4:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 76 წუთი გაატარა. პირველ ნახევარში მას გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მეტოქე გუნდის მცველმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.
„პარი სენ-ჟერმენის“ მხრიდან მატჩში გოლები ნუნუ მენდეშმა, დეზირე დუემ, დრო ფერნანდესმა და ვორენ ზაირ-ემერიმ გაიტანეს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 27 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 60 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ლანსს“ ქულით აღემატება.