ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „მარსელთან“ ფრანგული „კლასიკო“ დათმო #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „მარსელთან“ ფრანგული „კლასიკო“ დათმო #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ფრანგულ „კლასიკოში“ „ველოდრომზე“ „მარსელს“ ესტუმრა და სეზონში პირველად დამარცხდა – 0:1.

უამინდობის გამო ერთი დღით გადადებულ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების ლიდერი „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. მატჩის მე-5 წუთზე აგუერიმ ანგარიში გახსნა.

ქართველი თავდამსხმელი ბევრს ცდილობდა, თუმცა თავიდანვე მარწუხებში მოაქციეს. მის წინააღმდეგ ხშირად უხეშობდნენ, რის გამოც საფრანგეთის ნაკრების მცველმა, ბენჟამინ პავარმა ყვითელი ბარათიც მიიღო.

„პარი სენ-ჟერმენს“ ლიგა 1-ში ხუთი ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ჩემპიონატის ლიდერი კი „მონაკოა“.