ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში, რომელმაც შვედეთის ქალაქ გეტებორგში, „გამლა ულევის“ სტადიონზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ქართველი ფეხბურთელი ევროპის საკლუბო ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და მატჩი სრულად ჩაატარა. გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე, პარიზელების სათადარიგოთა სკამზე მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები რამდენიმე ფეხბურთელი დარჩა, რომლებიც ვარჯიშს ახლახან დაუბრუნდნენ, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე მათგანი მოედანზე შევიდა.
პარიზელებმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს. ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთი თანაგუნდელს გადასცა, რომლის ზუსტი ჩაწოდებითაც მბაიემ ისარგებლა. 32-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ბრაიან ბიუმომ დააფიქსირა. ამით პარიზელებმა წინასასეზონო მზადება დაასრულეს.
ახლა ოფიციალური მატჩების დროა. ოთხ დღეში „წითელ-ლურჯები“ ზალცბურგში, უეფა-ს სუპერთასზე ინგლისურ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდებიან, 16 აგვისტოს კი საფრანგეთის სუპერთასისთვის „ლანსს“ შეხვდებიან.