ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „ტორინო“ დაამარცხა, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ „ჰამბურგთან“ წააგო #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ტორინოს“ ესტუმრა და მორიგი 3 ქულის აღება მოახერხა.
კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, განსაკუთრებული მოტივაცია ეტყობოდა, აქტურობდა და პირველივე ტაიმში ორ მეტოქეს ყვითელი ბარათი მიაღებინა.
ხვიჩამ თავადაც სცადა გატანა, მერე მისი გადაცემით ტურინელების კარი ვერც რომელუ ლუკაკუმ აიღო – „ტორინოს“ მეკარემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა. მაგრამ, კვარაცხელიას აქტიურობამ შედეგი მაინც გამოიღო და 32-ე წუთზე მისი პასით „ტორინოს“ სკოტ მაკტომინეიმ გაუტანა.
ხვიჩა მე-80 წუთზე შეცვალეს, „ნაპოლიმ“ კი თამაში გამარჯვებამდე მიიყვაბა. ანტონიო კონტეს გუნდმა 14 თამაშის შემდეგ 32 ქულა დააგროვა, ერთპიროვნული ლიდერია და მეორე-მეხუთე ადგილზე მყოფ გუნდებთან (28-28 ქულა) უპირატესობა გაზარდა.
ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „ჰამბურგს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. „კარლსრუეს“ ჰქონდა შანსი, ამ მატჩის მოგებით ლიდერ „პადერბორნთან“ ჩამორჩენა მინიმალურამდე შეემცირებინა.
„კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგის მე-14 ტურის შემდეგ 23 ქულით მე-5 ადგილზეა. ამდენივე ქულა დააგროვა „ჰამბურგმაც“, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე პოზიციაზეა.