ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ჯენოასთან“ წაგებას გადაურჩა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ჯენოასთან“ წაგებას გადაურჩა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში დაბრუნდა და „ჯენოას“ წინააღმდეგ ითამაშა „ნაპოლის“ რიგებში. იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა მატჩში ქულა უკანასკნელ წუთებზე გადაარჩინა – 2:2.

სერია A-ს მე-4 ტურის შეხვედრა ქართველმა თავდამსხმელმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 88 წუთი ითამაშა. ხვიჩა და „ნაპოლი“ აქტიურობდნენ, მაგრამ მეტოქის დაცვას ვერაფერს უხერხებდნენ. მე-40 წუთზე მატია ბანიმ „ჯენოა“ დააწინაურა.

„ნაპოლი“ უპირატესობას შესვენების შემდეგაც ფლობდა, ბურთს აკონტროლებდა, თუმცა მომენტების შექმნას კვლავ ვერ ახერხებდა, 56-ე წუთზე კი მეორე გოლიც გაუშვა. „ჯენოას“ კონტრშეტევა მატეო რეტეგიმ დააგვირგვინა.

ნეაპოლელებს თამაშის გადარჩენის იმედი 76-ე წუთზე გაუჩნდათ. ხვიჩა კვარაცხელიას წამოწყებული შეტევა იენს კაიუსტემ ჯაკომო რასპადორის გაუგრძელა, რომელმაც საკმაოდ რთული პოზიციიდან მარცხენა მაღალ კუთხეში გაიტანა და სხვაობა შეამცირა.

„ნაპოლიმ“ მალე წონასწორობა ბრწყინვალე გოლით აღადგინა. პიოტრ ზელინსკიმ შესანიშნავი გადაცემით კარის წინ მატეო პოლიტანო მონახა, რომელმაც ეფექტური დარტყმით შეხვედრის 84-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიასთვის უსიამოვნო პერიოდი გრძელდება. 19 მარტის შემდეგ ქართველს არ გაუტანია, ხოლო ნეაპოლელები სერია A-ში გამართული 5 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-8 ადგილზე არიან.