ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის ისევ კასტელ დი სანგროში მოემზადება - იტალიის ჩემპიონი სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის ისევ კასტელ დი სანგროში მოემზადება - იტალიის ჩემპიონი სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT

იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ მომავალი სეზონისთვის ზაფხულში ორ შეკრებას გამართავს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ნაპოლი“ პირველ ეტაპს დიმაროში ჩაატარებს, ხოლო მეორეს – კასტელ დი სანგროში. ზედიზედ მესამე წელია, ნეაპოლიტანური გუნდი სეზონისთვის სწორედ ასე ემზადება. 29 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით „ნაპოლი“ სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

„პარტენოპეისთან“ დაკავშირებით განცხადება კასტელ დი სანგროს მერმა, ანჯელო კარუზომ გააკეთა: „დიახ, ეს მართალია, „ნაპოლი“ ჩვენთან მოემზადება. კასტელ დი სანგროში გუნდი 29 ივლისიდან 10-11 აგვისტომდე გაჩერდება, მაგრამ შესაძლოა, თარიღი კიდევ შეიცვალოს.

ეს შეკრება დაემთხვევა ჯიჯი დალესიოს კონცერტს, რომელიც ჩვენთან 5 აგვისტოს შედგება, ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ეს მოვლენა ხელს არ შეუშლის ამხანაგური მატჩების გამართვას. როგორც ვიცი, „ნაპოლი“ სამი თამაშის ჩატარებას გეგმავს“, – განაცხადა მერმა.