ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტ ელიფ ელმასს „ბენფიკა“ იწვევს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტ ელიფ ელმასს „ბენფიკა“ იწვევს #1TVSPORT

ბოლო დროს „ნაპოლი“ ხშირად იღებს შეთავაზებებს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელის ელიფ ელმასის ტრანსფერთან დაკავშირებით. ფეხბურთელის შეძენის მსურველთა რიცხვს პორტუგალიური „ბენფიკა“ დაემატა – ინფორმაციას zazoom ავრცელებს.

„ნაპოლი“ ელიფ ელმასის გაყიდვაზე შეთავაზებებს იღებს. უკანასკნელი მცდელობა ლისაბონის „ბენფიკას“ ჰქონდა, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს იხდიდა. ჩრდილოეთ მაკედონიელი ნახევარმცველი, „ატალანტასთან“ გადამწყვეტი გოლის გატანის შემდეგ, კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ბერგამოში სპალეტიმ ის ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად ათამაშა და ყველას დაანახა, რომ თავისი გუნდის ყველა მოთამაშეს ენდობა.

ელმასმა ასევე კომენტარი გააკეთა თავის პოსტზე, სადაც ის უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ხშირად უწევს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა. მან აღნიშნა, რომ ეს პატარა გაუგებრობა წარსულს ჩაჰბარდა. „ჩრდილოეთმაკედონიელმა უნდა გააცნობიეროს, რომ სპალეტი გადაწყვეტილებებს გუნდის ინტერესების გათვალისწინებით იღებს და შემადგენლობასაც იმის მიხედვით არჩევს, როგორც გუნდისთვის არის საუკეთესო“- წერს გამოცემა.