ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის მოთამაშეთა ასოციაციამ თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის მოთამაშეთა ასოციაციამ თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ იტალიაში დაბრუნებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი ჯილდო მიიღო.

„კვარაცხელია იტალიის მოთამაშეთა ასოციაციამ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა სერია A-ს, B-ს და C-ს ფეხბურთელთა გამოკითხვით. მას ხმა მოთამაშეთა 67-მა პროცენტმა მისცა“, – წერს „კალჩო ნაპოლი“.

„სერია A-ში პირველ მატჩებში ხვიჩა კვარაცხელიამ აჩვენა მთელი თავისი რეპერტუარი. მან აგვისტოში სამი გოლი გაიტანა: ერთი თავით; ერთი მარჯვენათი, საჯარიმო მოედნის გარედან და ერთი მარცხნიდან. ამასთან, მან ჟელინსკის მისამართით საგოლე გადაცემა შეასრულა. საერთოდ, ყოველთვის, როცა ბურთი მას ჰქონდა, რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთებას ცდილობდა.

მისი გავლენა სერია A-ზე უდავოდ პოზიტიური იყო, იმდენად, რამდენადაც AIC-ში დარეგისტრირებულმა კოლეგებმა დაასახელეს თვის საუკეთესო მოთამაშედ და ხმების 67% მიიღო. მან აჯობა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს, კალულუს და ჩემპიონატის კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზს, ნემანია რადონიჩს“, – ეს გამოცემა ultimouomo-ს შეფასებაა.