ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „მონაკოსთან“ საფრანგეთის ლიგა 1-ის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „მონაკოსთან“ საფრანგეთის ლიგა 1-ის თებერვლის საუკეთესო გოლად დასახელდა, – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
პსჟ-ს ქართველმა შემტევმა აღნიშნული გოლი საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში გაიტანა. ბრედლი ბარკოლას გადაცემის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მცველი ჩამოიშორა და ეფექტური დარტყმით „მონაკოს“ კარი აიღო.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ მიმდინარე წლის იანვარში „ნაპოლიდან“ გადავიდა.
🚨 OFFICIEL ! LE BUT DE KVICHA KVARATSKHELIA EST ÉLU BUT DU MOIS DE FÉVRIER ! 🏆❤️💙
🎥 @Ligue1 pic.twitter.com/ZaJiTaAMvB
— Actu Ligue 1 (@ActuL1_) March 14, 2025