ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „ატალანტასთან“ იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „ატალანტასთან“ იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა აღნიშნული შედევრი იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში შექმნა. მან საჯარიმოში შვიდ მეტოქეს შორის მოხვედრილმა მოახერხა მათი ჩამოცილება და მეკარისთვის მაღალ კუთხეში გატანა.
ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ამავე გოლმა 26 ტურის საუკეთესოს წოდებაც მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 12 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
✨ 𝗞𝗩𝗔𝗥𝗔𝗩𝗜𝗚𝗟𝗜𝗢𝗦𝗢 ✨
Il 𝐠𝐨𝐥 𝐝𝐞𝐥 𝐦𝐞𝐬𝐞 di 𝐌𝐚𝐫𝐳𝐨 è di 𝗞𝘃𝗮𝗿𝗮𝘁𝘀𝗸𝗵𝗲𝗹𝗶𝗮! 🤩🇬🇪#GOTM 𝑝𝑟𝑒𝑠𝑒𝑛𝑡𝑒𝑑 𝑏𝑦 @cryptocom | @sscnapoli pic.twitter.com/WYRKxlV2fa
— Lega Serie A (@SerieA) March 27, 2023