ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილმა „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლილთან“ ფრედ ითამაშა #1TVSORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ქართველი თავდამსხმელისა და რამდენიმე ლიდერის გერშე საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლილს“ ესტუმრა და მოგება ხელიდან გაუშვა – 1:1.
ანგარიში შესანიშნავი დარტყმით ნუნუ მენდეშმა 66-ე წუთზე გახსნა, მაგრამ 86-ე წუთზე კილიან მბაპეს ძმამ, ითან მბაპემ წონასწორობა აღადგინა.
ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო არ უთამაშია და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ოქტომბრის მატჩებში საქართველოს ნაკრების დახმარებას. ამ ტურის შემდეგ პსჟ-ს 16 ქულა აქვს და კონკურენტ „მარსელს“ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.
რუმინეთის სუპერლიგაში ბუქარესტის „სტიაუამ“ ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეას“ უმასპინძლა და 58-ე წუთიდან კაცნაკლულად დარჩენილი მეტოქე 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
უკრაინის ჩემპიონატის ლიდერმა, დონეცკის „შახტარმა“, სადაც ირაკლი აზაროვი თამაშობს, შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასს“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. აზაროვი მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა, ხოლო ნონიკაშვილი – 84-ეზე.