ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი და მოსკოვური დერბი ქართული აქცენტით
ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი და მოსკოვური დერბი ქართული აქცენტით

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მოსკოვის „ლოკომოტივის“ 18 წლის ქართველმა თავდამსხმელმა პრემიერლიგის მე-19 ტურში მახაჩყალის „ანჟისთან“ ითამაშა.

კასპიისკისანჟი-არენაზე“ გამართულ გასვლით შეხვედრაში რუსეთის ჩემპიონმა „ლოკომოტივმა“ 2:0 გაიმარჯვა. მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო საბა კვირკველია და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კვარაცხელია 85-ე წუთზე მოედანზე პერუს ნაკრების თავდამსხმელის, ფარფანის ნაცვლად გამოჩნდა, რომელსაც გულშემატკივარი „შალკესა“ და „ეინდჰოვენში“ გამოსვლებით იცნობს.

კვარაცხელიამ ბურთთან პირველივე შეხებით შეძლო თავის გამოჩენა, როდესაც ფლანგური გადაცემისას საჯარიმოში გაიხსნა, მაგრამ თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა და „ანჟის“ კარის ძელს მოარტყა.

„ზენიტმა“ საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა „უფა“, სადაც ჯიმი ტაბიძეს არ უთამაშია. ქართველი მცველი სტუმართა სათადარიგოებში იყო. „როსტოვმა“ სახლში ვერ დაამარცხა ტულის „არსენალი“. სტუმართა ფორმით გია გრიგალავამ 90 წუთი შეუცვლელად ჩაატარა.

მოსკოვური დერბის ბედი კი ქართველმა გადაწყვიტა: მოსკოვის „დინამომ“ „ხიმკი-არენაზე“ თანაქალაქელ „სპარტაკს“ უმასპინძლა და 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გიორგი ჯიქიამ მე-16 წუთზე გაიტანა.

დატოვე კომენტარი