ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღე მიულოცეს [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია 25 წლის გახდა – საქართველოს ნაკრების და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავს დაბადების დღე კლუბმა, სხვადასხვა გამოცემამ და გულშემატკივრებმა მიულოცეს.
„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური გვერდი: „კვარასთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან ის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს“.
გამოცემა tribuna: „„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ ვინგერს 25 წლის იუბილეს ულოცავენ კლუბი, თანაგუნდელები და მისი განსაცვიფრებელი მეუღლე – ნიცა თავაძე. სულ რაღაც 25 წლის ასაკში კვარა უკვე შთამბეჭდავი ტიტულებით გამოირჩევა, მათ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ლიგა 1-ის გამარჯვებულის ტიტულებით. ვიმედოვნოთ, რომ წინ კიდევ ბევრი რამ გველის“.
„ხვიჩა კვარაცხელიას იუბილის აღსანიშნავად „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა თანაგუნდელის განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატეს, როდესაც ის საპატიო დერეფანში გარბოდა. ეს კლუბის ტრადიციაა“, – ეს Parisienne-ის სტატიაა.
Kvara a été célébré à l’instant et chahuté par ses coéquipiers, alors qu’il fête ses 25 ans. #KVARA #PSG 🎂 pic.twitter.com/9no0Lgyosk
— La Source Parisienne (@lasource75006) February 12, 2026