ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრების კარში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა კიდევ ფურო შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი 90+8-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფში ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებებიც თამაშობენ.

მუნდიალის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ პირველ ადგილზე გასული გუნდი გადის, ხოლო მეორეადგილოსანი ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს.