ხვიჩა კვარაცხელიამ „ტორინოსთან“ პენალტი მოიპოვა და თავად გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის გასვლით მატჩში „ტორინოს“ გაუტანა და „ნაპოლის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა – 2:0.

სერია A-ს 27-ე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი გასვლაზე მართავს. პირველი გოლი მე-9 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. 34-ე წუთზე კი მასპინძელთა კარში ხვიჩას წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც ქართველმა თავდამსხმელმა გოლად გარდასახა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმიდნარე სეზონში უკვე 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა დააგროვა.