ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ მასპინძლობს.

შეხვედრის 54-ე წუთზე „მონაკოს“ კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ანგარიში 2:1 გახადა პსჟ-ის სასარგებლოდ. ეს მისთვის პარიზული გუნდის მაისურით პირველი გოლია.

კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ იანვარში „ნაპოლიდან“ შეუერთდა.