ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა #1TVSPORT

„ჟირონასთან“ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ ერთად სრული დატვირთვით პირველად ივარჯიშა, – ინფორმაციას tuttonapoli ავრცელებს.

ქართველი შემტევი თანაგუნდელებთან ერთად კასტელ დი სანგროში ემზადება სეზონის დაწყებისთვის. ტრავმის გამო ქართველმა „ნაპოლის“ უკანასკნელი საკონტროლო შეხვედრა გამოტოვა.

ტრავმა გაუმიზეზდა ვიქტორ ოსიმენს. იტალიური გამოცემის ცნობით, ნიგერიელმა თავდამსხმელმა მარჯვენა ფეხი დაიზიანა, ტერფზე ყინული დაიდო და მოედანი კოჭლობით დატოვა.

ვარჯიში გამოტოვა მაროკოელმა ცენტრალურმა მცველმა, ამირ რაჰმანიმაც. სწორედ ასეთ ვითარებაში ხვდება „ნაპოლი“ სერია A-ს პირველი ტურის მატჩს. იტალიის მოქმედი ჩემპიონი ახალ სეზონს გიორგი კვერნაძის „ფროსინონესთან“ თამაშით გახსნის.