ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში საგოლე მოქმედება ათი გუნდიდან რვასთან შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
„ხვიჩა კვარაცხელიას ციფრები თავისთავად მეტყველებს მის სარგებლიანობაზე. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე უკვე 13 გოლია და 10 გუნდიდან რვას გაუტანა ან საგოლე გადაცემა მიითვალა“, – წერია „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 28 აპრილს პარიზში გაიმართება, ხოლო საპასუხოს 5 მაისს მიუნხენის „ალიანს არენა“ უმასპინძლებს.