ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ კარში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულის“ კარი 65-ე წუთზე აიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ ანგარიში 2:0 გახადა.

„ლივერპულის“ კარს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილი იცავს. ეს გოლი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მერვეა.