ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტას“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის ძირითადი ეტაპის პირველი ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ბერგამოს „ატალანტას“ კარში გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

აღნიშნული გოლი ქართველი ფეხბურთელისთვის მეექვსეა ჩემპიონთა ლიგაზე.

შეხვედრაში პირველი გოლი მარკინიოსის ანგარიშზეა, კაპიტანმა „პარი სენ-ჟერმენი“ მე-3 წუთზე დააწინაურა.