ხვიჩა კვარაცხელიამ აღიარებისთვის მადლობა გადაიხადა - საუკეთესოდ დასახელება ჩემთვის დიდი მოტივაციაა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ აღიარებისთვის მადლობა გადაიხადა - საუკეთესოდ დასახელება ჩემთვის დიდი მოტივაციაა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა წლის საუკეთესო მოთამაშის დაჯილდოებაზე, სადაც ის ზედიზედ მეორედ საქართველოს წლის ფეხბურთელად აღიარეს.

„ყველაზე დიდი ემოციაა, როდესაც შენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ხდები, ასე გაფასებს გულშემატკივარი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა. ძალიან დიდი მადლიერი ვარ მათი. ეს ჩემთვის იქნება ძალიან დიდი მოტივაცია, რომ ასევე გავაგრძელო და შედეგი დავდოთ“, – განაცხადა დაჯილდოების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციულ დაჯილდოებაზე 2021 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები გურამ კაშია და გიორგი ლორია იყვნენ. 20 წლის თავდამსხმელი კი გახდა მე-7 მოთამაშე, რომელმაც ეს პრიზი მეორედ მიიღო.

ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრებში და ეროვნული გუნდის მიერ 2021 წელს გატანილი 6 გოლიდან 4 მის ანგარიშზეა. WhoScored.com-მა ხვიჩა მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის (სადაც საქართველოს ნაკრები გამოდიოდა) სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა და მისი თამაში 7.5 ქულით შეაფასა.