ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორედ მატჩის საუკეთესო მოთამაშეა
ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორედ მატჩის საუკეთესო მოთამაშეა

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრის საუკეთესოდ მოთამაშედ აღიარეს, რომლშიც ყაზანის „რუბინი“ გროზნოს „ახმატს“ დაუზავდა – 1:1.

19 წლის ფეხბურთელი საუკეთესოდ რუსეთის პრემიერლიგის პარტნიორი ტელეკომპანია „მატჩ პრემიერის“ ექსპერტებმა აღიარეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპოინატში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა -. „აკ ბარს არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელმა 53-ე წუთზე გახსნა. 19 წლის თავდამსხმელმა მეტოქეს ბურთი მოედნის ცენტრთან აართვა, მეორეს სისწრაფეში გაცდა, დაახლოებით 50 მეტრი ირბინა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.

აღსანიშნავია, რომ 19 წლის ქართველმა „რუბინის“ 10 შეხვედრიდან 9 ითამაშა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი 3-ჯერ აღიარეს.