ხვიჩა კვარაცხელია - ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა მოიგო
ხვიჩა კვარაცხელია - ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ მიერ სტუმრად „ურალთან“ მოგებულ შეხვედრაზე (1:2) ილაპარაკა, სადაც იშვიათი სილამაზის გოლი („მაკრატელათი“) გაიტანა, გააკეთა საგოლე გადაცემა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

„მიხარია, რომ ეფექტური გოლი გავიტანე. კარგი პასი გამიკეთეს, ბურთი ისე წამოვიდა, თავს ვეღარ ვარტყამდი, ამ დროს „მაკრატელა“ ნამდვილად აჯობებდა. პირველი ტაიმი ოდნავ სუსტად ჩავატარეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ შესვენებამდე ანგარიში გავათანაბრეთ და ტაიმი არ წაგვიგია. მეორე ნახევარი კი ბევრად უკეთესად ჩავატარეთ“ – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის თქმით, მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ელაპარაკა: „მატჩის შემდეგ „რუბინის“ მთავარ მწვრთნელს, ლეონიდ სლუტსკის საქებარი სიტყვები არ დაუშურია. მან წარმატება მომილოცა და მითხრა, რომ თამაში ასე უნდა გავაგრძელოთ. მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ გუნდმა მოიგო, სამი ქულა ავიღეთ და სატურნირო ცხრილში დავწინაურდით“.

შემდეგ მატჩს „რუბინი“ 27 ივნისს ყაზანში ითამაშებს. „აკ ბარს არენაზე“ თათარსტანის გუნდი კვარაცხელიას ყოფილ გუნდს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.