ხვიჩა კვარაცხელია - ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ, ეს სიზმარივითაა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ, ეს სიზმარივითაა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „არსენალთან“ გამარჯვებასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

კვარაცხელიას თქმით, მიღწეული წარმატებით ბედნიერია და ფინალში გასვლა გუნდის თავგაუზოგავი შრომის შედეგია.

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ და ეს სიზმარს ჰგავს. ვფიქრობ, ეს შედეგი გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ამ ბიჭებთან ერთად თამაშით.

„არსენალმა“ ძალიან კარგად ითამაშა, აქტიურად დაიწყო და გოლის გატანაც შეეძლო. ჩვენ შევეცადეთ, ჩვენი თამაში გვეჩვენებინა და ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 31 მაისს მილანის „ინტერს“ შეხვდება, მატჩი მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ ჩატარდება.