ხვიჩა კვარაცხელია - როდესაც გუნდში ერთ-ერთი ლიდერი კანკავაა, არ იქნება მართებული 19 წლის ბიჭმა ლიდერობაზე იფიქროს (ვიდეო)

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ წლის ყველაზე გამორჩეული მოთამაშე, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ესტუმრა, რომელმაც განვლილი სეზონი შეაფასა.

„ჩემი აზრით, 2020 წელი ჩემთვის ცუდი არ იყო, მაგრამ მეტიც შეიძლებოდა. ფეხბურთელი არ შეიძლება კმაყოფილი იყოს. მეც ვფიქრობ, რომ მომავალი სეზონი უკეთ ვითამაშო“, – განაცხადა გადაცემა „ტაიმაუტში“ ხვიჩა კვარაცხელიამ.

19 წლის თავდამსხმელმა სანაკრებო თემაზეც ილაპარაკა:

„მე არ მეგონა, რომ ნაკრებში ლიდერი ვიქნებოდი. როდესაც გუნდში ერთ-ერთი ლიდერი კანკავაა, 19 წლის ბიჭმა არ იქნება მართებული, ლიდერობაზე იფიქროს. მე ვუყურებდი, ვსწავლობდი და ვცდილობდი, ნაკრებს გამოვდგომოდი. ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა და როდესაც პირველად გამომიძახეს, ოცნების ახდენა იყო, რადგან მცირე ხნის წინ მეც გულშემატკივრებში ვიყავი. ოცნებებიც ხდება“.

მან ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებაზეც ილაპარაკა, რომელიც კორონავირუსის გამო გამოტოვა:

„ეს ჩემთვის ყველაზე ცუდი ამბავი იყო. როცა 4 თვე ცდილობ, გარეთ არ გახვიდე, ყველაფერს გვედზე გადადებ და როცა მითხრეს, რომ არ ვითამაშებდი ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება და შოკი. უპირველესად ნაკრებს გულშემატკივარი დააკლდა და გაუმართლებლობაც იყო“.