ხვიჩა კვარაცხელია უეფა-ს სუპერთასის მატჩს „ტოტენჰემთან“ „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში იწყებს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია უეფა-ს სუპერთასის მატჩს „ტოტენჰემთან“ „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში იწყებს #1TVSPORT

უეფა-ს სუპერთასის ფინალისთვის ლონდონის „ტოტენჰემისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითადი შემადგენლობები ცნობილია.

ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული გუნდის ძირითად თერთმეტეულშია.

„პარი სენ-ჟერმენი“: ლუკა შევალიე, ნუნუ მენდეში, უილიან პაჩო, მარკინიოსი, აშრაფ ჰაკიმი, ვიტინია, ვორენ ზაირ-ემერი, დეზირე დუე, ხვიჩა კვარაცხელია, ბრედლი ბარკოლა, უსმან დემბელე.

„ტოტენჰემი“: გუილერმო ვიკარიო, კევინ დანსო, მიკი ვან დე ვენი, კრისტიან რომერო, ჯედ სპენსი, პედრო პორო, ჟოაო პალინია, როდრიგო ბენტანკური, პაპე მატარ სარი, მოჰამედ კუდუსი, რიშარლისონი.

სუპერთასის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.